არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
მენსტრუაცია დროულად არ დაიწყო და ნერვიულობთ? მოდით ერთად გადავხედოთ რას შეეძლო ამის გამოწვევა: სტრესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მენსტრუაციის დაგვიანების. სტრესი შესაძლოა იყოს როგორც ემოციური – ურთიერთობის პრობლემები, შფოთვა, უძილობა და ა.შ. ასევე ფიზიკური, მაგალითად: ქირურგიული ჩარევა, ვირუსული ინფექცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში თავის ტვინი ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას […]
როგორ შევამსუბუქოთ პრემენსტრუალური (PMS) სინდრომის სიმპტომები?
გქონიათ შემთხვევა როცა იმაზე უფრო ემოციური ხართ ვიდრე ზოგადად? რამდენიმე დღეში კი ყველა მსგავს ემოციას “პიემესს” მიაწერთ? “PMS” – იგივე პრემენსტრუალური სინდრომი, თითქმის ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა და მასთან გამკლავება საკმაოდ დიდ ძალას მოითხოვს, ამ სტატიაში სწორედ იმ გზებს გასწავლით, რომელიც პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ყოველთვიურად ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც მენსტრუალური ციკლის აუცილებელი ნაწილია. […]
როგორ გავუმკლავდეთ მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს?
ერთ საღამოს, ძილის წინ მეორე დღისთვის ემზადებით (მონატრებული მეგობრების ნახვას გეგმავთ, ან სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ), დილით კი უჩვეულო ტკივილი გაღვიძებთ და პირველი, რასაც ფიქრობთ: “დღეს რა რიცხვია? ოღონდ დღეს არა…” – ნაცნობი სიტუაციაა? მენსტრუალური ციკლის პირველი დღე ბევრისთვის დისკომფორტსა და ტკივილთან ასოცირდება. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები მსუბუქია: უსიამოვნო შეგრძნება წელისა და მუცლის ქვედა არეში, ხასიათის […]