არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
მენსტრუაცია დროულად არ დაიწყო და ნერვიულობთ? მოდით ერთად გადავხედოთ რას შეეძლო ამის გამოწვევა: სტრესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მენსტრუაციის დაგვიანების. სტრესი შესაძლოა იყოს როგორც ემოციური – ურთიერთობის პრობლემები, შფოთვა, უძილობა და ა.შ. ასევე ფიზიკური, მაგალითად: ქირურგიული ჩარევა, ვირუსული ინფექცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში თავის ტვინი ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას […]
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: როდის მივმართოთ ექიმს?
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ყოველდღიურად მილიონობით პაციენტს უდასტურდება მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ მკურნალობა რათა თავიდან აიცილოთ მათი შორეული გართულებები. რომელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები? ყველაზე გავრცელებული დაავადებების სია ასე გამოიყურება: რა სიმპტომებით გამოვლინდება დაავადება? იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომი არ გამოვლინდეს თუმცა გახსოვდეთ რომ თუ სქესობრივად აქტიური ხართ – აუცილებელია რეგულარული […]
ენდომეტრიოზი და მისი სიმპტომები
ენდომეტრიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 190 მილიონამდე ადამიანი უჩივის ენდომეტრიოზით გამოწვეულ სიმპტომებს და მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს მათ შემსუბუქებას. რა ხდება ორგანიზმში ენდომეტრიოზის დროს? დაავადება ვითარდება, როცა საშვილოსნოს ღრუს ამომფენი შრე – ენდომეტრიუმი – საშვილოსნოს ღრუს გარეთ ვითარდება. ძირითადი ლოკალიზაციის ადგილი საკვერცხეებია და მასში ენდომეტროიდული კისტები წარმოიქმნება, თუმცა ხშირად კერები ვითარდება […]
5 მითი კონტრაცეფციის შესახებ
კონტრაცეფციის სხვადასხვა სახეობა უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება ოჯახის დაგეგმვისა და არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, კონტრაცეპტივების შესახებ უამრავი მითი გავრცელდა. ჩვენი დღევანდელი სტატიაც სწორედ ამ მითების განხილვას დაეთმობა. მითი N1: მენსტრუალური გამონადენის დროს დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში არ დაორსულდებით. სინამდვილეში: იშვიათ შემთხვევაში, ოვულაცია (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება) შესაძლებელია იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ამას […]
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
რა უნდა ვიცოდეთ სკრინინგის შესახებ? – ზოგადად, სკრინინგი ნიშნავს დაავადებაზე შემოწმებას სიმპტომების გამოჩენამდე. ადამიანის პაპილომა ვირუსის გამოკვლევას და პაპ ტესტს აქვთ შესაძლებლობა დაგვეხმარონ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში ან მის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში. ადამიანის პაპილომა ვირუსის ტესტი ეძებს ორგანიზმში ვირუსს, რომელსაც შეუძლია საშვილოსნოს ყელზე მოახდინოს არასასურველი ცვლილებები. პაპ ტესტის საშუალებით ვეძებთ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელზე, რომელმაც შესაძლებელია […]
ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინაცია
HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი) რეპროდუქციული ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა (არაონკოგენური) და მაღალი რისკის (ონკოგენური) გენოტიპებად. საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი 90 %-ში ადამიანის პაპილომა ვირუსია (HPV); პაპილომა ვირუსის პრევენცია კი ვაქცინაციის საშუალებითაა შესაძლებელი საქართველოში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა 18 წლამდე […]
რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი? (HPV)
ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა სქესობრივად აქტიურ ადამიანებში. ამ ვირუსის შესახებ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ უფრო დაცულად იგრძნოთ თავი და უფრო მეტი გაიგოთ როგორც პრევენციის ასევე სკრინინგის შესახებ პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია, თუმცა აქვე გახსოვდეთ რომ პაპილომა ვირუსის არსებობა თქვენს ორგანიზმში არ ნიშნავს რომ აუცილებლად სიმსივნური პროცესი დაიწყება! პაპილომა […]
როგორ შევამსუბუქოთ პრემენსტრუალური (PMS) სინდრომის სიმპტომები?
გქონიათ შემთხვევა როცა იმაზე უფრო ემოციური ხართ ვიდრე ზოგადად? რამდენიმე დღეში კი ყველა მსგავს ემოციას “პიემესს” მიაწერთ? “PMS” – იგივე პრემენსტრუალური სინდრომი, თითქმის ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა და მასთან გამკლავება საკმაოდ დიდ ძალას მოითხოვს, ამ სტატიაში სწორედ იმ გზებს გასწავლით, რომელიც პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ყოველთვიურად ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც მენსტრუალური ციკლის აუცილებელი ნაწილია. […]
როგორ გავუმკლავდეთ მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს?
ერთ საღამოს, ძილის წინ მეორე დღისთვის ემზადებით (მონატრებული მეგობრების ნახვას გეგმავთ, ან სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ), დილით კი უჩვეულო ტკივილი გაღვიძებთ და პირველი, რასაც ფიქრობთ: “დღეს რა რიცხვია? ოღონდ დღეს არა…” – ნაცნობი სიტუაციაა? მენსტრუალური ციკლის პირველი დღე ბევრისთვის დისკომფორტსა და ტკივილთან ასოცირდება. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები მსუბუქია: უსიამოვნო შეგრძნება წელისა და მუცლის ქვედა არეში, ხასიათის […]
რა არის ბარიერული კონტრაცეფცია?
თუ ფიქრობთ რომ დროა კონტრაცეფციის საშუალებების გამოყენება დაიწყოთ მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. თანამედროვე მედიცინა ფართო არჩევანს თავაზობს მომხარებლებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია იცოდეთ თითოეული მათგანის მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ხელმისაწვდომობა, უკუჩვენებები და ასე შემდეგ ამ სტატიაში ვისაუბრებთ ქალისა და კაცის ბარიერულ საშუალებებზე: დიაფრაგმასა და კონდომზე. კონდომი (პრეზერვატივი) კონდომი (პრეზერვატივი), ყველაზე ფართოდ გამოყენებადი კონტრაცეფციის საშუალებაა რომელსაც ყველა […]