როგორ გავუმკლავდეთ მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს?

ერთ საღამოს, ძილის წინ მეორე დღისთვის ემზადებით (მონატრებული მეგობრების ნახვას გეგმავთ, ან სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ), დილით კი უჩვეულო ტკივილი გაღვიძებთ და პირველი, რასაც ფიქრობთ: “დღეს რა რიცხვია? ოღონდ დღეს არა…” – ნაცნობი სიტუაციაა? 

მენსტრუალური ციკლის პირველი დღე ბევრისთვის დისკომფორტსა და ტკივილთან ასოცირდება. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები მსუბუქია: უსიამოვნო შეგრძნება წელისა და მუცლის ქვედა არეში, ხასიათის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი. სხვა შემთხვევებში მენსტრუაციის პირველი დღე ხასიათდება გაუსაძლისი ტკივილით, რომელსაც თან ერთვის თავის ტკივილი, ღებინება, გულის წასვლა, ა.შ. ასეთ დროს, უმჯობესია მიმართოთ ექიმს და დეტალურად გამოიკვლიოთ აღნიშნული მდგომარეობის მიზეზები. 

თუ თქვენ პირველ ჯგუფს ეკუთვნით, ჩვენი მარტივი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ მენსტრუალური ციკლის პირველ დღეებთან გამკლავებაში:

იყავით თბილად

გვენდეთ: თბილი ნივთის მუცელზე მოთავსებით, ამოისუნთქავთ და ცხოვრების ხალისიც დაგიბრუნდებათ;

მიიღეთ თბილი აბაზანა

თბილი აბაზანის მიღება და საყვარელი დამატენიანებლის წასმა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენს ხასიათზე და შესაძლოა, დისკომფორტიც კი დაგავიწყოთ;

მსუბუქი ვარჯიში

ნამდვილად რთულია ადგომა და ვარჯიშის დაწყება გირჩიოთ მაშინ, როცა საწოლი სამყაროში ყველაზე კომფორტულ ადგილად გეჩვენებათ… თუმცა კვლევები ადასტურებს: მსუბუქი ვარჯიში, როგორიცაა იოგა ან სუფთა ჰაერზე სეირნობა, მენსტრუალური ციკლის სიმპტომებს ამ;

მსუბუქი მასაჟი

მუცლის ქვედა არეზე გაკეთებული მასაჟი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გეხმარებათ მტკივნეული პერიოდი უფრო მარტივად გადაიტანოთ.

თუ ზემოთმოცემული რჩევები ტკივილის შემსუბუქებაში ვერ გეხმარებათ, გირჩევთ მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ მტკივნეული მენსტრუალური ციკლის მიზეზების პოვნასა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაში.

სარჩევი