რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი? (HPV)

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა სქესობრივად აქტიურ ადამიანებში.  ამ ვირუსის შესახებ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ უფრო დაცულად იგრძნოთ თავი და  უფრო მეტი გაიგოთ როგორც პრევენციის ასევე სკრინინგის შესახებ

პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია, თუმცა აქვე გახსოვდეთ რომ პაპილომა ვირუსის არსებობა თქვენს ორგანიზმში არ ნიშნავს რომ აუცილებლად სიმსივნური პროცესი დაიწყება!

პაპილომა ვირუსს 100-ზე მეტი შტამი აქვს და მათი უმეტესობა ორგანიზმიდან ყველანაირი სიმპტომის გამოვლენის გარეშე განიდევნება იმუნური სისტემის მიერ. ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი გენიტალური კონდილომების არსებობაა და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გირჩევთ გინეკოლოგს მიმართოთ და მკურნალობის სქემა შეიმუშაოთ. 

როგორ შეიძლება გახდეთ პაპილომა ვირუსის მატარებელი?

გავრცელების მთავარი გზა დაუცველი სქესობრივი კავშირია, თუმცა ასევე შესაძლებელია კანით-კანთან კონტაქტით მოხდეს დაინფიცირება

HPV-ის დაფიქსირების შემდეგ შესაძლებელია მკურნალმა ექიმმა დამატებით კვლევა დაგინიშნოთ რომელიც გენოტიპირების სახელითაა ცნობილი – რაც იმას ნიშნავს რომ კვლევის საფუძველზე დადგინდება რომელი ტიპის პაპილომა ვირუსია თქვენს ორგანიზმში.

როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან პაპილომა ვირუსი?

პაპილომა ვირუსის ვაქცინაციამ რევოლუცია მოახდინა დაავადების სიხშირის შემცირების მიმართულებით, სწორედ ვაქცინის გაკეთება იქნება გოგოურის გუნდის მთავარი რეკომენდაცია, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ დაცული სქესობრივი კავშირი არანაკლებ მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციისთვის

სარჩევი