სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: როდის მივმართოთ ექიმს?

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ყოველდღიურად მილიონობით პაციენტს უდასტურდება მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ მკურნალობა რათა თავიდან აიცილოთ მათი შორეული გართულებები.

რომელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები?

ყველაზე გავრცელებული დაავადებების სია ასე გამოიყურება:

  • ქლამიდია
  • გონორეა
  • გენიტალური ჰერპესი
  • HIV/AIDS
  • ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)
  • სიფილისი
  • B ჰეპატიტი
  • ტრიქომონა 

რა სიმპტომებით გამოვლინდება დაავადება?

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომი არ გამოვლინდეს თუმცა გახსოვდეთ რომ თუ სქესობრივად აქტიური ხართ – აუცილებელია რეგულარული შემოწმება. 

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები კი ასე გამოიყურება:

  • გამონადენი საშოდან (ფერის ან სუნის ცვლილება)
  • ქავილი შორისის არეში
  • გამონაყარი შორისის არეში
  • ტკივილი შარდვის დროს
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციათა შორის პერიოდში

აუცილებელია გახსოვდეთ რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს და  ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა

სარჩევი