ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინაცია

HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი) რეპროდუქციული ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა (არაონკოგენური) და მაღალი რისკის (ონკოგენური) გენოტიპებად. საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი 90 %-ში ადამიანის პაპილომა ვირუსია (HPV); პაპილომა ვირუსის პრევენცია კი ვაქცინაციის საშუალებითაა შესაძლებელი

საქართველოში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა 18 წლამდე  და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).

არსებობს 4 ვაქცინა, რომლებიც კვალიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მიერ, ყველა მათგანი  იცავს მაღალი ონკოგენობის მქონე ვირუსის ტიპისგან. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, WHO რეკომენდაციას უწევს 9-დან 13 წლამდე გოგონების ვაქცინაციას, როდესაც უმეტესობას არ დაუწყია სქესობრივი ცხოვრება. 

ხელმისაწვდომია 3  განსხვავებული ვაქცინა, რომლებიც განსხვავდება სამიზნე HPV ტიპით

●ადამიანის პაპილომავირუსის ოთხვალენტიანი ვაქცინა (გარდასილი) მოიცავს  HPV  6, 11, 16, და 18 ტიპებს. 

●ადამიანის პაპილომავირუსის 9-ვალენტიანი ვაქცინა (გარდასილ 9) მოიცავს- HPV -6, 11, 16 18, ასევე 31, 33, 45, 52 და 58 ტიპებს. 

●ადამიანის პაპილომავირუსის ბივალენტური ვაქცინა (Cervarix) მოიცავს- HPV 16 და 18 ტიპებს. 

არსებობს კიდევ ერთი, ბივალენტური ვაქცინა, რომელიც მოიცავს HPV  16 და 18 ტიპებს, თუმცა მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი;

მამაკაცების ვაქცინაცია

 HPV ვაქცინაცია სასარგებლოა მამაკაცებშიც, იცავს კიბოსგან,რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მუდმივი HPV ინფექციით. HPV ტიპი 16 და 18 იწვევს  პასუხისმგებელია ანალური კიბოს შემთხვევების თითქმის 90 %-ზე  და HPV ხშირად ფიქსირდება მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების დროსაც.

რეკომენდებულია  HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქალისა და მამაკაცის შემდეგ ასაკობრივ დიაპაზონში: 

  • 11-დან 12 წლამდე, ასევე შესაძლებელია 9 წლის ასაკიდან.  
  • 13-დან 26 წლამდე – თუ ადრე არ ჩატარებულა ან არ დასრულებულა  ვაქცინაციის  სრული კურსი;

27 წლის შემდეგ რეკომენდებული არ არის რუტინულად ვაქცინაცია,რადგან ამ ასაკობრივ დიაპაზონში მყოფი ადამიანების უმეტესობა  უკვე ინფიცირებულია HPV-ით, თუმცა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა იქნას მიღებული,სარგებლის გათვალისწინებით. (მაგ: სქესობრივი კავშირის არ ქონა);

ჯანმოს რეკომენდაციით 15 წელზე ნაკლები ასაკის გოგონებში  HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2-ჯერადად 6 თვიანი ინტერვალით უნდა ჩატარდეს. 

15 წლის და უფროსი ასაკის გოგონებისა და აივ ინფექციით დაავადებულების  აცრა მიზანშეწონილია სამ-ჯერადი გრაფიკით (0, 1–2, 6 თვიანი ინტერვალით) მოხდეს. თუმცა ≥15  გოგონების ორ-ჯერადი აცრაც ადეკვატურია, გასათვალისწინებელია, რომ აცრებს შორის ინტერვალი 12-15 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. უმჯობესია, ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე დაიწყოს.

საჭიროა თუ არა წინასწარი კვლევები ვაქცინაციისთვის? 

  •   HPV ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს სპეციალური კვლევების გარეშე. 
  •  ინდივიდს არ უნდა ჰქონდეს ალერგია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

 ნებისმიერი ვაქცინის ან მედიკამენტის მსგავსად, HPV ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები,რომლებიც მსუბუქია და მოიცავს:

  •        ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ვაქცინის ინიექციის ადგილას. 
  •        თავბრუსხვევა ან დაღლილობა;
  •        გულისრევა 
  •        თავის ტკივილი. 

HPV ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.

უნდა გვახსოვდეს ,რომ HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს და აუცილებელია პაპ-ტესტის ჩატარება შემუშავებული სტანდარტების მიხედვით.

სარჩევი