ენდომეტრიოზი და მისი სიმპტომები

ენდომეტრიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. 

მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 190 მილიონამდე ადამიანი უჩივის ენდომეტრიოზით გამოწვეულ სიმპტომებს და მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს მათ შემსუბუქებას.

რა ხდება ორგანიზმში ენდომეტრიოზის დროს?

დაავადება ვითარდება, როცა საშვილოსნოს ღრუს ამომფენი შრე – ენდომეტრიუმი – საშვილოსნოს ღრუს გარეთ ვითარდება. ძირითადი ლოკალიზაციის ადგილი საკვერცხეებია და მასში ენდომეტროიდული კისტები წარმოიქმნება, თუმცა ხშირად კერები ვითარდება სწორ ნაწლავზე, საშვილოსნოს ყელზე, საშვილოსნოს კუნთოვან შრეში და ასე შემდეგ.

ენდომეტრიოზის სიმპტომები

  • მტკივნეული მენსტრუალური ციკლი
  • ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში
  • მტკივნეული სქესობრივი კავშირი
  • შარდვისა და დეფეკაციის პრობლემები
  • მუცლის შებერილობა
  • დეპრესია და შფოთვა
  • თავბრუსხვევა და ძილიანობა
  • იშვიათად, შვილოსნობის პრობლემები 

ენდომეტრიოზის მკურნალობის მეთოდები 

მკურნალობის სქემას პაციენტი და ექიმი ერთობლივად შეიმუშავებენ და ის შესაძლებელია იყოს ჰორმონალური, ქირურგიული ან დახმარე პრეპარატები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კვებითი რაციონის მოდიფიკაცია და ა.შ). 

თუმცა უნდა გახსოვდეთ რომ ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა და მისი მთლიანად განკურნება არ ხდება, პრეპარატები, რომელსაც მიიღებთ ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაძლებელია მკურნალობის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა ჩივილებმა კვლავ იჩინოს თავი. 

სარჩევი