როგორ შევამსუბუქოთ პრემენსტრუალური (PMS) სინდრომის სიმპტომები?

გქონიათ შემთხვევა როცა იმაზე უფრო ემოციური ხართ ვიდრე ზოგადად? რამდენიმე დღეში კი ყველა მსგავს ემოციას “პიემესს” მიაწერთ? “PMS” – იგივე პრემენსტრუალური სინდრომი,  თითქმის ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა და მასთან გამკლავება საკმაოდ დიდ ძალას მოითხოვს, ამ სტატიაში სწორედ იმ გზებს გასწავლით,  რომელიც პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

ყოველთვიურად ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს,  რომელიც მენსტრუალური ციკლის აუცილებელი ნაწილია. თუმცა, როგორც კვლევები ადასტურებს ჩვენც შეგვიძლია ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმის მოდიფიკაციით ხელი შევუწყოთ ხასიათის ცვლილებების სიმძაფრეს, კერძოდ:

კვებითი რეჟიმი

იკვებეთ მცირე ულუფებით და ხშირად დღის განმავლობაში, საკვებ რაციონში შეიტანეთ ცილოვანი პროდუქტი რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმში ჰორმონების წარმოქმნისათვის. გარდა ამისა, თუ სწორად და ჯანსაღად დაიწყებთ კვებას თავსაც უკეთ იგრძნობთ და უკეთესად გაუმკლავდებით „პიემესის“ სიმპტომებს

ვარჯიში

რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვანი ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის, გარდა ამისა ვარჯიშის დროს ბედნიერების ჰორმონად წოდებული ენდორფინები გამომუშავდება და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ!

ძილი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებისთვის. ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა, სისუსტე, დემოტივაცია, წარმოიდგინეთ ყველა ეს ემოცია  PMS -ის დროს? 

კოფეინი

მიუხედავად იმისა რომ ყავა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, უმჯობესია მის მიღებას პიემესის პერიოდში მაინც მოერიდოთ. კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი ეპიზოდები და  გაგიძლიეროთ თავის ტკივილი

ჩვენი გუნდი გირჩევთ რომ სცადოთ ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, ძილის და კვების მოდიფიკაცია და თავად დარწმუნდებით თუ როგორ შემსუბუქდება პრემენსტრუალური სინდრომი

სარჩევი