რა უნდა ვიცოდეთ სკრინინგის შესახებ? – ზოგადად, სკრინინგი ნიშნავს დაავადებაზე შემოწმებას სიმპტომების გამოჩენამდე.
ადამიანის პაპილომა ვირუსის გამოკვლევას და პაპ ტესტს აქვთ შესაძლებლობა დაგვეხმარონ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში ან მის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში.
ადამიანის პაპილომა ვირუსის ტესტი ეძებს ორგანიზმში ვირუსს, რომელსაც შეუძლია საშვილოსნოს ყელზე მოახდინოს არასასურველი ცვლილებები.
პაპ ტესტის საშუალებით ვეძებთ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელზე, რომელმაც შესაძლებელია მომავალში გამოიწვიოს კიბო, თუ არ ჩატარდა შესაბამისი – სწორი მკურნალობა.
როგორ ტარდება სკრინინგი?
გამოკვლევის დროს ექიმი გამოიყენებს პლასტმასის ან რკინის სპეციალურ სარკეებს, საშოში ჩასახედად. ეს ეხმარება სპეციალისტს თვალითაც შეაფასოს საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი და ასევე შეაგროვოს მასალა ანალიზისათვის. მიღებული უჯრედები იგზავნება ლაბორატორიაში.
როდის ჩავიტაროთ სკრინინგი?
ის თუ რამდენად ხშირად უნდა ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და ჯანმრთელობის სტატუსზე. სკრინინგი ესაჭიროებათ იმ პირებსაც, რომლებიც აცრილები არიან ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
თუ ხართ 21 დან 29 წლამდე ასაკის
პაპ ტესტის ჩატარება უნდა დაიწყოთ 21 წლის ასაკში. თუ მიღებული პასუხი ნორმალურია მაშინ განმეორებით სკრინინგი უნდა ჩაიტაროთ 3 წლის შემდეგ
თუ ხართ 30 დან 65 წლამდე ასაკის
პაპ ტესტი ყოველ 3 წელიწადში, ან ადამიანის პაპილომა ვირუსის დნმ ტესტირება ყოველ 5 წელიწადში
Ხოლო, თუ 65 წლამდე სკრინინგის პასუხი უარყოფითი იყო, ტესტირება საჭირო აღარ არის
როგორ მოვემზადოთ სკრინინგისათვის?
განსაკუთრებული მომზადება ტესტირებას არ სჭირდება.
თუ იკეთებთ პაპ ტესტს, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რამ, ტესტის სიზუსტისათვის: სკრინინგამდე ორი დღის განმავლობაში სასურველია თავი შეიკავოთ ვაგინალური სქესობრივი კავშირისგან, ასევე ვაგინალურად გამოყენებადი პრეპარატების მიღებისგან.